ევროკომისიის სპიკერი – “უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება”
ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება და შეუძლია, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს.
„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობაში“, – აღნიშნა ევროკომისიის სტანომ.
უკრაინას კურსკის ოლქში ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.