ენტონი ბლინკენი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე

U.S. Secretary of State Antony Blinken delivers a speech during a visit at the Romanian Athenaeum in Bucharest, Romania, on November 29, 2022. - Blinken attends the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs in the Romanian capital. (Photo by Vadim Ghirda / POOL / AFP) (Photo by VADIM GHIRDA/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„დღეს, 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად.

დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადგმით.

შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი დაპირებები და ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვიოს. ეს ქმედებები ათობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.

შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები