ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და ზოგადი მობილიზაციის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი.
23 ივლისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 2024 წლის 9 ნოემბრამდე. პარლამენტმა ასევე საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა.
უკრაინის რადაში საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და მობილიზაციის შესახებ ეს უკვე მე-12 კენჭისყრა იყო.