ნიგერი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
ნიგერი წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს უკრაინასთან და კიევს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა, ამადუ აბდრამანემ განაცხადა.
„ნიგერი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცემს, რათა გადაწყვეტილება მიიღოს უკრაინის აგრესიის საკითხზე“, – განაცხადეს ნიგერის მთავრობაში.
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ მალიში ქვეყნის ჯარისკაცებზე შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმის უკან კიევი დგას.
5 აგვისტოს, მალის გარდამავალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.