მიხეილ სააკაშვილი: მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა

მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. „პიჯაკების“ საქმესთან დაკავშირებით, 2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა.

როგორც სააკაშვილი წერს, ზურაბიშვილი სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას.

ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?

თუკი ჩვენი მიზანი ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერებაა, ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად ყველაფრისა ერთიანობას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები