ევროპის საბჭომ უკრაინის დასახმარებლად 4.2 მილიარდი ევრო გამოყო

უკრაინა მიიღებს, დაახლოებით, 4,2 მილიარდ ევროს მას შემდეგ, რაც საბჭომ დაამტკიცა გრანტებისა და სესხების პირველი რეგულარული გადახდა “უკრაინის მექანიზმის” (Ukraine Facility) ფარგლებში, უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ევროპის საბჭო ავრცელებს.

“დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა უკრაინის გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი პირობები და რეფორმები იმ თანხების მისაღებად, რომლებიც გაიცემა Ukraine Facility-ის ფარგლებში. ეს რეფორმები მოიცავს საჯარო ფინანსების მენეჯმენტს, სახელმწიფო საწარმოების მართვას, ბიზნეს გარემოს, ენერგეტიკასა და განაღმვას.

უკრაინის გეგმა ასახავს ქვეყნის გეგმებს ქალაქების და სოფლების აღდგენასთან, რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, Ukraine Facility არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 – 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები