მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს საკმარისი რესურსი, რომ ყველა საჭირო პროექტი, რაც ქვეყნის ინტერესებშია, განახორციელოს
საქართველოს აქვს საკმარისი რესურსი, რომ ყველა საჭირო პროექტი, რაც ქვეყნის ინტერესებშია, განახორციელოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთი პროექტის დაფინანსების შეჩერება საქართველოში კოლაფსს არ გამოიწვევს.
“როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ზოგადად არც ერთი პროექტის დაფინანსების შეჩერება საქართველოში არც კოლაფსს გამოიწვევს რომელიმე სექტორის და არც ქვეყნის მუშაობისა და ფუნქციონირების გაჩერებას.
ზოგადად პრინციპი, მსგავსი დამოკიდებულება პარტნიორების მხრიდან ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარია საფუძველი ამ გადაწყვეტილებების მიღების“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა