უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 4 რაკეტა და 15 თავდასხმის დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ორი ისკანდერ-MKN-23 ბალისტიკური რაკეტა, ორი ფრთოსანი Kh-59 საკრუიზო რაკეტა და 15 თავდასხმის დრონი, რომლებიც რუსეთმა ღამით გაუშვა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტელეგრამის არხებით იტყობინება.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა სულ ოთხი ისკანდერ-MKN-23 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა არ კონკრეტდება, რა დაემართა ორ რაკეტას, რომლებიც არ განადგურდა.
კიევის რეგიონის გუბერნატორმა, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ საცხოვრებელ ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა, შესაბამისად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მისი თქმით, ნამსხვრევებმა რეგიონში საცხოვრებელი კორპუსის, საოფისე შენობის და ორი ბენზინგასამართი სადგურის ფანჯრები დააზიანა.
ცნობისთვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსებმა დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.