„ირანმა გვაცნობა, რომ აპირებს ისრაელზე თავდასხმას“ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანმა ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ირანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს დახმარებით ისრაელს მესიჯი გადასცა და სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აცნობა.

„ირანმა გვაცნობა, რომ აპირებს ისრაელზე თავდასხმას“, – განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები