მიხეილ სააკაშვილი: ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა
ტელევიზიით კამათობენ სად გადამიყვანეს და რა პირობებში, სინამდვილეში ამით სურთ მთავარი უსამართლობის გადაფარვა – პარასკევს გამოტანილი ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დიქტატურის ხელისუფლება საერთოდ აღარ აპირებს რაიმე ფორმალური პროცედურების დაცვას და პირდაპირ აცხადებს, რომ მე ვარ ტყვეობაში.
თან ეს გააკეთეს აგვისტოში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზოგადად მოდუნებულია, მე ამას აღვიქვამ სისუსტისა და აგონიის ნიშნად”, – წერს სააკაშვილი.