უკრაინა აშშ-სგან 3,9 მილიარდ დოლარს მიიღებს
უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი აშშ-სგან მიიღებს გრანტს თითქმის 3,9 მილიარდი დოლარის ოდენობით.
შეთანხმებას უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის დირექტორმა, ბობ საუმმა მოაწერეს ხელი.
„მთავრობის ეფექტური მოქმედება, საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პარალელურად, საშუალებას იძლევა, უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ფონზე. მადლობელი ვარ შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის გუნდის ჩვენი თანამშრომლობისთვის, რამაც გამოიწვია კრიტიკული ფინანსური რესურსების მობილიზება. ეს არის აუცილებელი და შესაბამისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად“, – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ.
დაფინანსება მიმართული იქნება მასწავლებლების, სასწრაფო დახმარების პერსონალის, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გადასახდელად, ასევე პრიორიტეტული სოციალური ხარჯების მხარდასაჭერად (იძულებით გადაადგილებულ პირებზე.
მისივე განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ნაწილი 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შტატებისგან, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით, 7.8 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.