კახა კალაძე ილია სულამანიძეს ოლიმპიურ მედალს ულოცავს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს ულოცავს.
„გილოცავთ მორიგ ოლიმპიურ მედალს პარიზიდან – ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა! ველოდებით ჩვენი ოლიმპიელების შემდგომ წარმატებებს!“, – წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.