ეკა სეფაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციებზე: თუ კარგ და კეთილ საქმეს აკეთებენ, მაშინ დასამალი რა აქვთ?

“ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამჭვირვალობის კანონის დაუმორჩილებლობის დაანონსებას გამოეხმაურა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით. ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის გამჟღავნებას, მხოლოდ იმას მოწმობს, რომ როგორც ჩანს, რაღაც ისეთს აკეთებენ, რისიც რცხვენიათ, ან არ სურთ, რომ ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია ჰქონდეთ. ისინი აპირებენ კვლავ ჩუმად, ჩრდილში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომელიც, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ თუ კარგ და კეთილ საქმეს აკეთებენ, მაშინ დასამალი რა აქვთ?“, – აცხადებს სეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები