იაგო ხვიჩია: ოპოზიცია ცოტათი უხეიროა და ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ
“გირჩის” დეპუტატის იაგო ხვიჩიას შეფასებით, “ოპოზიცია ცოტათი უხეიროა”.
მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები შანსებს შესაბამისად ვერ იყენებენ.
“ოპოზიცია ცოტათი უხეიროა და ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ მეტი რა ქნას, რითი დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია არჩევნებზე გადის.
რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყია. დაუშვებელია, ოპოზიციამ ასეთი ტიპის დახმარება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენოს. თითქოს ეს რაღაცნაირი შეთანხმებული თამაშია, რათა ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არჩევნები არ მოიგო და მეორე, მესამე ან მეოთხე საპატიო ადგილზე გახვიდე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.