ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას ნებას რთავს ვალის გადახდა 1 ოქტომბრამდე შეაჩეროს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს 1 ოქტომბრამდე საგარეო ვალის გადახდა საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კანონი უკრაინის პარლამენტმა 24 ივლისს მიიღო და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.
ზელენსკიმ მას ხელი დღეს მოაწერა და საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 25 ივლისს უკრაინის რეიტინგი დეფოლტამდე, CC-დან C დონემდე დასწია.
დღეის მდგომარეობით, უკრაინის საერთო საგარეო ვალი 151 მილიარდ დოლარს აღემატება.