უკრაინელებმა რუსების 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, 31 ივლისის ღამეს, რუსების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა წელს ყველაზე მასშტაბური იყო.
მისივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ უკრაინის დედაქალაქის შემოგარენში რუსების მიერ გაშვებული 40-ზე მეტი დრონი გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუსების თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ცნობისთვის, კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათს გაგრძელდა.