პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ

აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორია საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი.

„დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა პრემიერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები