ლევან მაჭავარიანი – ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: “არავის უნდა გაუკვირდეს საქართველოში, რომ კვალი საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ მიდის”
გასაკვირი არ არის, რომ კვალი უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნებისკენ მიდის, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სუსში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიება.
„ბევრი ვერსია არსებობს. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, უბრალოდ ჩემს პირად აზრს გაგიზიარებთ. ყველაზე ლოგიკური არის, რაც არავის უნდა გაუკვირდეს საქართველოში, რომ კვალი მიდის რა თქმა უნდა საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ.
ის ცნობილი კრიმინალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, ციხეებში. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია. უბრალოდ აქ არის ლოკალური კონტექსტიც და აქ არის გლობალური კონტექსტიც“, – აცხადებს მაჭავარიანი.