სტაბილურობის, მშვიდობისა და შესაბამისად, კეთილდღეობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, ლოგიკურია, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდებოდა – არჩილ გორდულაძე

რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და შესაბამისად, კეთილდღეობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, სავსებით ლოგიკურია, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ჩვენც და საზოგადოებასაც კარგად გვახსოვს ევროკომისრის მესიჯი, რომელიც გამოაგზავნინეს, რომ არ დაგვვიწყებოდა, რა დაემართა სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს. ასევე, გვახსოვს თავდასხმა დონალდ ტრამპზეც. მიუხედავად ამ ფაქტებისა, ვერავინ შეძლებს, რომ ხელი აგვაღებინოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, ზრუნვაზე“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტერორიზმისა და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები