“ხაზარაძე-ჯაფარიძის დამაზიანებელმა მოქმედებამ რამდენიმე წლით გადასწია ანაკლიის პორტის ფუნქციონირება” – მიქანაძე

„მმართველი გუნდის ინიციატივით, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა. სახელმწიფომ მიიღო ძალიან სწორი და მართებული გადაწყვეტილება – აქციების 51% სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და საერთაშორისო ტენდერის საშუალებით შემოდის პარტნიორები, ინვესტორები, დონორები და უახლოეს პერიოდში ანაკლიის მშენებლობა დაიწყება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

“დამაზიანებელმა მოქმედებამ და იმის შეუძლებლობამ, რომ ნაკისრი ვალდებულებები განეხორციელებინა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რეალურად, რამდენიმე წლით გადასწია ანაკლიის პორტის ფუნქციონირება. აღნიშნული ქვეყანას ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრადობას მოუტანდა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები