“მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვთქვით – ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ეს” – ზარქუა

“ჩვენ ვამბობთ, რომ 2030 წელს, თუ ევროკავშირის გაფართოება მოხდება, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც ევროკავშირის გაფართოება შეეხება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

“ჩვენ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვთქვით – ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო ეს. როგორც კი ომი დამთავრდება და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ფრონტის გახსნის წნეხი ჩვენს მიმართ მოიხსნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უსამშობლოებს რომ აფინანსებენ, რათა ჩვენ ჩამოგვაგდონ, საქართველოში მარიონეტი ხელისუფლება დასვან და მეორე ფრონტი გახსნან, ამათი დაფინანსებაც შეწყდება”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები