„ხაზარაძე-ჯაფარიძემ და მათმა კომპანიას, ფაქტობრივად, 8 წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – პაპუაშვილი
„ხაზარაძე-ჯაფარიძემ და მათმა კომპანიას, ფაქტობრივად, 8 წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“მილიარდ ნახევარი დოლარი, რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო ბიუჯეტის მეოთხედი. და ამ ხალხს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი ხალხზე ზრუნავენ და პოლიტიკაში ამ კრედოთი არიან.
რაც შეეხება თავად პროცესს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამ ბიზნეს საკითხისგან შექმნეს პოლიტიკური საკითხი და ეს იყო მათი საბაბი პოლიტიკაში წასვლისა. რომელიც დღეს გამოეცალათ საბოლოოდ, და ეს გარკვეულწილად ზიანს აყენებდა საქართველოს იმიჯს გარეთაც.
ერთის მხრივ, რაღაც მამულიშვილური პათოსი ეჭირათ, თითქოს და „ლელოს“ პათეტიკა და სტილი მათი საუბრის ყველასთვის ცნობილი არის, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი 4 წლიანი პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.