„რა უდროო დროს ჩამოჰკრა ზარმა „ლელოს“ თავზე, წინასაარჩევნოდ კიდევ ეგ უნდოდათ?” – ზარქუა
„რა უდროო დროს ჩამოჰკრა ზარმა „ლელოს“ თავზე, წინასაარჩევნოდ კიდევ ეგ უნდოდათ?”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
“სამი პროცენტი ჰქონდათ და ისიც საერთაშორისო სასამართლომ, საერთაშორისო არბიტრაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ხაზარაძის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საუკუნის პროექტის მიმართ ქვეყანას დააკარგვინა ის წლები, შემოსავლები და ჩემს საქართველოს კიდევ უამრავი სამუშაო ადგილი. თავის დროზე გვარამია იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ხაზარაძე საქართველოს წინააღმდეგ – ყველა ჯერზე საერთაშორისო არენაზე საქართველომ გაიმარჯვა და ასე გაიმარჯვებს მომავალშიც, განსაკუთრებით 26 ოქტომბერს.
ხაზარაძემ თავისი მერკანტილური დამოკიდებულებით უამრავი შემოსავალი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას – საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლიის პორტი და მისი მშენებლობა. დღეს ჩვენ უნდა ვიღებდეთ მესამე თუ მეოთხე ფაზის ღრმა და დიდ ტვირთებიან გემებს. ეს დააკარგვინა ხაზარაძემ, მაგრამ ქართველი ხალხი ამ პროცენტებსაც დააკარგვინებს, რადგან არავის ეპატიება ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და იმ პროექტების მიმართ“, – განაცხადა ზარქუამ.