“კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის”სატელიტი პარტია – “ლელო”, სინამდვილეში, მხოლოდ თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალით ემოციური გამოსვლებით, რომლითაც “ლელოს” სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, საფუძველი გამოაცალა “ლელოს”, როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორც პოლიტიკოსებს. ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია მათი მხრიდან სამ პოსტულატს უკავშირდებოდა: პირველი – თითქოს, საქართველომ ჩაშალა ანაკლიის პროექტი; მეორე – თითქოს, საქართველომ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას და მესამე – თითქოს, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე უსაფუძვლო იყო”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.