თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე, ცნობილია – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმიანება პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო 650 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა ხაზარაძე-ჯაფარიძეს.

“მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება – რატი ბრეგაძე.

თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და
საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები ამ განაჩენით გამოჩნდა!”,- წერს ხაინდრავა.

მისივე თქმით, ხაზარაძე 2020 წელს იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%-ის გადახდას ითხოვდა.

“ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს”, – აღნიშნავს ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები