„რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას” – იონათამიშვილი
„რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას”, – ამის შესახებ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დაუშვებელია, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენდეს შედეგზე. Georgian Paralympic Committee -ის სახელით ვუცხადებ მხარდაჭერას სანდროს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას. მჯერა, სანდროს თავისი შთამბეჭდავი კარიერის მთავარი გამარჯვებები კიდევ წინ აქვს და, როგორც ჩანს, მეტოქეების გარდა, ცალკეული ბიუროკრატების დამარცხებაც მოუწევს. ის ამას ნამდვილად შეძლებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“, – წერს იონათამიშვილი.