გია აბაშიძე – თეონა აქუბარდიაზე: რადიკალური ოპოზიციონერები რომ უპრინციპოები არიან, არაა ახალი ამბავი, ამგვარ არსებებს არ ეხამუშებათ, რომ ჭიჭე ვაშაძის სიით მოხვდნენ პარლამენტში და ახლა კიდევ უფრო მყრალ ჭაობში აპირებენ წიაღსვლებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს და აცხადებს, რომ პაპუაშვილმა მისი ყალბი ციტატა წაიკითხა, თითქოს ის საბრძოლო ტექნიკის გადაცემას ითხოვდა უკრაინისთვის. სინამდვილეში, აქუბარდია 2022 წლის 24 მაისს აცხადებდა, რომ „ლაზიკა“, „დიდგორი“ – ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციონერები რომ უპრინციპოები არიან, არაა ახალი ამბავი.

„რადიკალური ოპოზიციონერები რომ უპრინციპოები არიან, არაა ახალი ამბავი. თავის დროზე ვითომ განათლებულ თეონა აქუბარდიასთანაც ვიკამათე და მერე? პოლიტიკური “აქუ-ჯანგოიზაცია” ვერ მოშორდა ამ სუბიექტსაც, რომელიც ნაცსიაში წამყვანი პოზიციონერებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ამგვარ არსებებს არ ეხამუშებათ, რომ ჭიჭე ვაშაძის სიით მოხვდნენ პარლამენტში და ახლა კიდევ უფრო მყრალ ჭაობში აპირებენ წიაღსვლებს”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები