“მხოლოდ „რუსული კანონია“-თი ამომრჩეველს ვერ დააპურებენ” – ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე

დღეს, როდესაც არჩევნებია და მათ ასე თუ ისე მოუწევთ ამომრჩეველთან გასვლა, მხოლოდ „რუსული კანონია“-თი ამომრჩეველს ვერ დააპურებენ, – განაცხადა ოპოზიციის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„დღეს, როდესაც არჩევნებია და მათ ასე თუ ისე მოუწევთ ამომრჩეველთან გასვლა, მხოლოდ „რუსული კანონია“-თი ამომრჩეველს ვერ დააპურებენ.

ამომრჩეველი ჰკითხავს მათ, რას გვთავაზობთ, გვთავაზობთ თუ არა, ქვეყანამ სანქციები განახორციელოს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ რიტორიკა უნდა შეიცვალოს.

ისინი უყურებენ აგრეთვე ხალხის განწყობასაც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხალს უნდა მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები