ბექა ოდიშარია “ნაციონალურ მოძრაობაზე”: საკუთარი ქვეყნის მტრები არიან – მგლები ცხვრის ქურქში გახვეულნი

გულწრფელად გითხრათ, ადამიანურად ნამდვილად მებრალებიან ხავსს ჩაჭიდებული ეს წყალწაღებული ადამიანები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს მშვიდობისმყოფელი ძალაა.

“რაოდენ საცოდავია საყურებლად, როდესაც გუშინ საკუთარი ხალხის მიმართ აგრესიით, მტრული რიტორიკით გაჯერებული მეხუთე კოლონა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ცდილობს, ხელოვნური კათარზისი განიცადოს და ხალხს მოაჩვენოს, თითქოს მშვიდობისმყოფელი ძალაა. მათ ქართველი ხალხი ისტორიული დიდი მეხსიერების, ტრადიციების მქონე და ბრძენი ხალხის ნაცვლად, გულმავიწყი, უმეცარი, ქარაფშუტა ჰგონიათ. ამიტომ იღებენ იმ შედეგს, რასაც იღებ უკვე ცხრა არჩევნებია.

ყველას კარგად ახსოვს და დღეს მართებულად აღინიშნა, რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს კახელებს, კახელ მეღვინეებს, აჭარლებს, რომელთაც სული ედგათ საკუთარი სახლების თუ მცირე სასტუმროების გაქირავებით, მცირე კომერციული აქტივობებით, რომლებიც დაკავშირებული იყო ტურისტებთან.

საშინელი ქსენოფობიური აქტივობები განახორციელეს ვიზიტორებთან, მშვიდობიან ადამიანებთან მიმართებით, ბოლოს და ბოლოს დევნილებთან მიმართებით და საბოლოოდ განდევნეს კიდეც. ამას დავამატებდი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, მილიონნახევრიან ქალაქს მათ საზრდო-საბადებელი წაართვეს და გადაუკეტეს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ მტრული რიტორიკის, ბულინგის შედეგად მხოლოდ შეშინებულმა რუსებმა მოძუძგეს, მგონი, მათ მიჰყვა ყველა ქერათმიანი სტუმარი ჩვენი ქვეყნის და დევნილი, მათ შორის უკრაინელები, რადგან ეგზალტირებული მასა, რომელიც ამ პროპაგანდით არის გაჯერებული და რომელსაც სხვადასხვა ექსტრემისტული პარტიები, „ენჯეოები“ ქადაგებდნენ, ვერ არჩევდა, ვინ იყო რუსი და ვინ – უკრაინელი.

ხედავთ, აღარც უკრაინული დროშებია, აღარც ფეხით მოსიარულენი, როდესაც გაგანია სეზონია. ეს გააკეთა ამ ხალხმა ქართველი ხალხისთვის. თბილისს და თბილისელებს ჩაუკეტეს საკუთარი ბინების გაქირავება მაშინ, როდესაც თავად მშვენივრად აქირავებდნენ, ამ ხალხთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ რუსულ ენაზე. საკუთარი ქვეყნის მტრები არიან – მგლები ცხვრის ქურქში გახვეულნი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები