რატი იონათამიშვილი: კონკრეტული დონორი ორგანიზაციები დამკვირვებლები არიან არჩევნებზე და ამავდროულად კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები არიან, რაც დემოკრატიული პრინციპების შეურაცხყოფაა

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკის დასაფინანსებლად, ეს ძალიან მავნე პრაქტიკაა. ეს არის ფარისევლობა და ტყუილი, რომელსაც ეს ადამიანები ჩვენს საზოგადოებას სთავაზობენ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მეორე მხრივ, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები თითქოს ობიექტური დამკვირვებლები არიან არჩევნებზე და ამავდროულად კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები არიან, რა თქმა უნდა ეს დემოკრატიული პრინციპებისთვის შეურაცხმყოფელია. ეს ადამიანები და ორგანიზაციები არამარტო საქართველოს, არამედ დემოკრატიის წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები