ირაკლი ზარქუა: საზოგადოების უმრავლესობისთვის სულერთია, კეზერაშვილი ვის დააფინანსებს, მოპარული ფული მაინც არ შერჩებათ

საზოგადოების უმრავლესობისთვის სულერთია, კეზერაშვილი თავისი ნაძარცვი, კრიმინალური ფულით ვის დააფინანსებს, მოპარული ფული მაინც არ შერჩებათ, ადრე თუ გვიან, ყველა აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის დაფინანსების საკითხზე და ამ კუთხით კეზერაშვილის როლზე.

„მისტერ ოფშორი, კრიმინალი, რომელმაც ჩვენი თავდაცვის ბიჭები გაძარცვა, ომი გაძარცვა და იარაღი გაყიდა, ახლა ევროპელებს ძარცვავს და ის ფული სადღაც ხომ უნდა დააბანდოს. ხან „ნაცმოძრაობის“ ერთი პლეადის, თაობის წარმომადგენლები მიიღო, ახლა ახალგაზრდები დაიბარა. ამბობს, მე ვიხდი, მე ვუკვეთავ, ანუ კეზერაშვილის დაკვეთით არიან აქეთ, ეს ჯიგარი ბელადი რომ არის.

სახელიც შეიცვალეს და ცდილობენ, ახალგაზრდებიც მოწამლონ, დაიბარეს ერთი, მეორე, მესამე არასამთავრობო ორგანიზაცია. ხომ ნახეთ, როგორ მიდიან ერთად, რომ ჰკითხოთ, დასასვენებლად მიდიან – მაინცდამაინც იქ მიდიან, სადაც კეზერაშვილის რეზიდენციაა. ვის ატყუებენ, საკუთარ თავს ატყუებენ, თორემ ჩვენთვის სულერთია, გინდა შეხვდნენ, გინდა – არა, მათი სახელი „ნაცია“ და მათი ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე. ასე არის 2012 წლიდან და ასე იქნება მომავალშიც. ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ იქნება ოპოზიციაში პირველი, მეორე, მესამე თუ მეხუთე ადგილას. შალვაც არ დაგავიწყდეთ, მასაც ამბიცია და პრეტენზია აქვს. ჩვენთვის, დანარჩენი უმრავლესობისთვის, საზოგადოების უმრავლესობისთვის სულერთია, კეზერაშვილი თავისი ნაძარცვი, კრიმინალური ფულით ვის დააფინანსებს. ეტყობა, ერთმანეთთან ქიშპობა ჰქონდათ, ვიღაცამ ფული მოუტეხა ერთმანეთს და გავლენებისთვის დღემდე არის ბრძოლა. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ეს მოპარული ფული მაინც არ შერჩებათ და ადრე თუ გვიან, ყველა აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები