“ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა გვესაუბრება, თითქოს, ახლები და უმწიკვლოები არიან” – ბითაძე

“მინდა, პირველ რიგში, გამოვეხმაურო კომიკურ ერთობას, რომელიც ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის შედგა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მათი როგორც ერთობა, ასევე გამონათქვამი, რომ გვერდზე გადადეს ყველა პირადი გაუგებრობა და პოლიტიკურად გაერთიანდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ ისაუბრა.

“ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა გვესაუბრება, თითქოს ახლები და უმწიკვლოები არიან. ეს არის დემაგოგია და შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის, რომელსაც კარგად ახსოვს თითოეული პოლიტიკოსის წარსული. ასევე, აბსოლუტურად უტოპიურია მათი გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ევროპულს აკეთებენ ამ ქვეყანაში. ევროკავშირის დროშის ფრიალი არ არის საქმიანობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და რაიმე ევროპულთან აკავშირებს. ბოლო პერიოდში ნათლად ვხედავთ ამ ადამიანების გაერთიანებას მხოლოდ ერთი საკითხის მიმართ, რასაც ჰქვია ზიზღის, სიძულვილის და პოლარიზაციის გამწვავება. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებზე რა ფორმით მოგვევლინებიან. რამდენადაც არ უნდა დაიყონ და გაერთიანდნენ, იმ ადამიანების კავშირი იქნება, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ქვეყანა დიდ შარში გახვიონ”, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები