იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: რაც უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის, მით უფრო შეშინებულები მეჩვენებიან
ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არანაირი წარმატების მიღწევა დემოკრატიული პროცესებით არჩევნების გზით არ შეუძლიათ,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“თავის დროზე ისინი წარმატებულები იყვნენ მხოლოდ კრიმინალური საქმიანობით და როგორც ჩანს , კრიმინალური ბუნება არის ის, რისგან გათავისუფლებაც მათ არ შეუძლიათ, ვინაიდან, ზოგადად დამნაშავე ბუნება გააჩნიათ.
ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში ჩვენ ვიცით, ისინი მალავდნენ, რომ საქმე იყო აღძრული ტერორისტული აქტის მოწყობის მუხლით და როგორც ჩანს, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი მათი მხრიდან. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის, მით უფრო შეშინებულები მეჩვენებიან ეს ადამიანები”,- განაცხადა იონათამიშვილმა.