“არჩევანი არის გასაკეთებელი სახელმწიფო ინტერესსა და ვიწრო ინტერესს შორის, რომელსაც ატარებენ ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ელისაშვილი” – ალუდა ღუდუშაური
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილისა და „ლელოს“ შეხვედრა მათთვის რაიმე შედეგს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიტანს.
„ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალი, არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა. ბუნებრივია, რომ ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიტანს მათთვის რაიმე შედეგს. არჩევანი არის გასაკეთებელი სახელმწიფო ინტერესსა და ვიწრო ინტერესს შორის, რომელსაც ატარებენ ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ელისაშვილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.