“სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი” – ბითაძე
“სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
“საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. თუ მას უნდა, რომ მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს ის, რომ თუ მისი მხარდამჭერები იქნებიან აბსოლუტურად საფუძველმოკლებული, ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები, მას არანაირი გარანტია არ აქვს, ამ ქვეყნის პრეზიდენტობისა”, – განაცხადა ბითაძემ.