“ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ეს არის ფაქტი. ისიც ვიცით, რომ ზუსტად ამას ემსახურებოდა თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში მალულად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ამ მზაკვრული გეგმებიდან მათ ხელი არ აუღიათ და ეცდებიან, ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ. ეს არის მიზანი. მაგრამ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც არ დაუშვებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს”, – აღნიშნა დეპუტატმა.