ღუდუშაური – “ლელო”-ელისაშვილის გაერთიანებაზე: ნებისმიერი უპრინციპო და უმორალო გაერთიანება ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ დადებს

“ნებისმიერი უპრინციპო და უმორალო გაერთიანება, ბუნებრივია, ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ დადებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ალეკო ელისაშვილისა და პარტია “ლელოს” გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

“არჩევანი არის გასაკეთებელი სახელმწიფო ინტერესსა და ვიწრო ინტერესს შორის, რომელსაც ატარებენ ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ელისაშვილი. ეს საერთოდ ამორალური სივრცეა. როგორ უნდა წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე და როგორ უნდა აუხსნან, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთმანეთზე ასეთი ეპითეტებით საუბრობდნენ და თურმე ხელსაც არ ჩამოართმევდნენ, დღეს იმდენად იყვნენ ჩახუტებულები, რომ არ ვიცი”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები