იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, მისივე თქმით, სუსმა საზოგადოებას მრავალი საფრთხე აარიდა თავიდან და მიმდინარე გამოძიებაც წარმატებით დასრულდება.
„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.