რატი ბრეგაძე: სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა მიაღწია უმაღლეს ნიშნულს

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ ფარგლებს, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ მეტად გაძლიერდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა მიაღწია უმაღლეს ნიშნულს. ნებისმიერ ურთიერთობაში შესაძლებელია, რომ არსებობდეს გარკვეული მომენტები, როდესაც არის მცირედი გაუგებრობები. ჩვენს ურთიერთობას აქვს ისეთი დიდი პოტენციალი და იმდენად ბევრი რესურსი, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, რომ სულ მალე ეს ნიშნული უფრო მაღალ საფეხურზე იქნება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები