“ახლა მიდის ხოცვა-ჟლეტვა, ვინ გაინაწილებს მანდატს” – მაჭარაშვილი

ოპოზიციაში მანდატებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას არჩევნებში საერთო ჯამში, სავარაუდოდ 30-35 მანდატი ექნება და ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ ამ მანდატების განაწილებას ცდილობენ.

„არ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველმა ხუთ პარტიას მისცეს ხმა. ერთ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს. 5 ნომერი გადალახავს, ეს ვიცით და 5 ნომრის ამომრჩეველი ერთ ხმას როგორ გაანაწილებს ახლებზეც, ძველებზეც, „ლელოზეც“, ელისაშვილზეც? ვერ გაანაწილებს. ამიტომ ვამბობ, რომ 30-35 მანდატთან დაკავშირებით, რაც არის სავარაუდოდ ოპოზიციისთვის, მიდის ახლა ხოცვა-ჟლეტვა, ვინ გაინაწილებს ამ მანდატს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები