“სლოვაკეთის პრემიერი, შტატების ყოფილი პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილი – ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის” – მაჭარაშვილი

“არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არაერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი და ტერორისტული აქტი. თან ეს, სხვათა შორის, პირდაპირ ეთერში ბევრჯერ დაუდასტურებია სემინარის ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ სემინარებს ახალგაზრდებისთვის და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ატარებდნენ საქართველოში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით. თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს – ბოლო ორ თვეში სლოვაკეთის პრემიერი, შტატების ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი. ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუსმა თქვა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები