“ზურაბიშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს” – ქადაგიშვილი
“რაც მან ქვეყნის საზიანო განცხადებები აკეთა, ახლა ცდილობს, რომ ამ რადიკალურ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მოახერხოს, კიდევ ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტად უკვე პარლამენტში რომ იქნეს არჩეული”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილისა და “ლელოს” ახალი გაერთიანების ლიდერების შეხვედრას.
“ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს. “ერთი მეორეს ხელს ბანს” და ორივეს ერთად საკუთარი ცხვირ-პირის ჩამობანა უნდათ”, – აღნიშნა დეპუტატმა.