“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუბოზე უკანასკნელი ლურსმნის დაჭედების ტოლფასი” – ოდიშარია
“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუბოზე უკანასკნელი ლურსმნის დაჭედების ტოლფასი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
“აბსოლუტურ სასოწარკვეთაში არიან „ნაცმოძრაობის“ წევრები, მათი მხარდამჭერები მითუმეტეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუბოზე უკანასკნელი ლურსმნის დაჭედების ტოლფასი. რა თქმა უნდა, მათ კლავთ ბრაზი. რა თქმა უნდა, მათ ამოძრავებთ პრაგმატიზმი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის უპირველესი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ შეიცვლის მშვიდობიან ვექტორს, ივლის ბალანსის პოლიტიკით, არ უღალატებს არცერთ სტრატეგიულ პარტნიორს და იქნება მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე რეგიონში“, – განაცხადა დეპუტატმა.