ბიძინა ივანიშვილი იცავს მშვიდობას, ამიტომაც მზადდებოდა ეს მის წინააღმდეგ – გურამ მაჭარაშვილი მკვლელობის მომზადების და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე
ტერორისტული აქტები, რაც მოხდა სლოვაკეთში, რაც მოხდა ამერიკაში, პირდაპირ მშვიდობას ესროლეს, დემოკრატიას ესროლეს, ესროლეს განსხვავებულ პოზიციას, – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
„ამიტომაც ბუნებრივად ჩანს მოცემულობა, რომ აქაც ბიძინა ივანიშვილი იცავს მშვიდობას, სუვერენიტეტს საკუთარი ქვეყნისას და ამიტომაც მზადდებოდა ეს მის წინააღმდეგ. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს პრევენციული ზომები კარგია, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ებრძვის საქართველოს, საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოში არსებულ ხელისუფლებას და მის პირველ პირებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.