თორნიკე რიჟვაძე – პროექტ „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“: ეს ინოვაციური მომავლის ქალაქი გახდება ახდენილი რეალობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ინოვაციური პროექტის, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 20% უკვე შესრულებულია.

მისი თქმით, ძალიან მალე ინოვაციური მომავლის ქალაქი ახდენილი რეალობა გახდება.

„დღეის მდგომარეობით, უკვე შექმნილია 20% ამ პროექტის. ეს გახლავთ დაახლოებით 15 ჰექტარი ახალი ტერიტორია, რითაც გაიზარდა ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები. ასე, რომ ძალიან აქტიურად ვიგეგმებით, რომ უკვე რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში, წლის მიმდინარეობისას დავიწყოთ პირველი მშენებლობა და ეს ინოვაციური მომავლის ქალაქი გახდება აბსოლუტურად ახდენილი რეალობა, როგორც არაერთი სხვა საქმე ბათუმისთვის, აჭარისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები