თორნიკე რიჟვაძე: პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდიან ნიშნულს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის მაცხოვრებლებზე

ბათუმი უკვე არაერთხელ დასახელდა ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად საერთაშორისო რეპუტაციული ორგანიზაციების მიერ. მათ შორის გოდერძის განვითარების ტემპებმა აჭარა ნამდვილად გადააქცია ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველად ისტორიაში აჭარის ბიუჯეტი მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა.

„იცით, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებთან, ქალაქებთან ერთად ბათუმი დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ წარმატებულ საინვესტიციო ქალაქად. პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდიან ნიშნულს, რაც გვაძლევს საშუალებას. რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის მაცხოვრებლებზე.

12 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული ბოტანიკური ბაღის გამდიდრების მხრივ და ყველაზე დიდი დონორი ფონდი „ქართუ“ გახლავთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. პრაქტიკულად ყველა ლოკაცია, ეს იქნება განახლებული „რვაფეხა“, განახლებული დელფინარიუმი, ამ ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგია. ასევე. ქობულეთში ახალი ბულვარი, ბათუმში გმირთა ხეივანი, ნამდვილად ახალ იმპულსს სძენს ჩვენს მხარეს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის“, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები