ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანას სიმშვიდით და თანმიმდევრულობით მისცა განვითარების შესაძლებლობა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევინარჩუნოთ ეს გეოპოლიტიკური პოზიცია, რომელიც საქართველომ ძალიან კარგად, ურთულეს პერიოდში ატარა და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ მიუხედავად უამრავი მცდელობებისა, რომ საქართველოში ყოფილიყო უფრო ცხელი ვითარება, სიმშვიდით და თანმიმდევრულობით მისცა ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებზე და იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ზოგადად მსოფლიოზე და საქართველოზე.

„არის საკითხები, რომლებიც [აშშ-ის] გარკვეული ადმინისტრაციის პირობებში უფრო აქტუალურდებოდა, ვიდრე სხვა ადმინისტრაციის პირობებში. ეს სხვაობები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს დრამატულის სხვაობა არ იქნება, რადგან სამუშაო ფორმატები რომლებიც გვაქვს, კონცენტრირებულია კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სისტემური პროექტების განხორციელება, განათლების ხელშეწყობა ჩვენი ოფიცრებისთვის და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა არჩევნებს ექნება უდიდესი როლი იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს მსოფლიოში არის და შესაბამისად საქართველოზეც. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის რომ უკრაინაში ომის აქტიური ფაზა სახეს იცვლის ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს, არა მხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილება, არამედ განცხადებები, რომელიც უშუალოდ უკრაინიდან ისმის. ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინელმა ძმებმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინონ, მაგრამ ეს დინამიკა როგორც ჩანს განსხვავებული იქნება, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევინარჩუნოთ ეს გეოპოლიტიკური პოზიცია, რომელიც საქართველომ ძალიან კარგად, ურთულეს პერიოდში ატარა და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ მიუხედავად უამრავი მცდელობებისა, რომ საქართველოში ყოფილიყო უფრო ცხელი ვითარება, სიმშვიდით და თანმიმდევრულობით მისცა ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა. ეს არჩევანი იქნება, რომელიც უნდა გააკეთონ ჩვენმა მოქალაქეებმა – მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ, მშვიდობიან განვითარებას, თუ აძლევენ საშუალებას ძალადობრივ ძალებს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. როცა თანმიმდევრულ განვითარებაზე გვაქვს საუბარი, ეს არის რეალური შედგები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საფრთხე არის ის რეალური საფრთხე, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოაქვს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები