მათიკაშვილი – ელისაშვილი-“ლელოს” გაერთიანებაზე: ნულს რომ ნული მივუმატოთ, რას მივიღებთ, კარგად იცის საზოგადოებამ

“ალეკო ელისაშვილის და „ლელოს“ გაერთიანება, ნულს რომ ნული მივუმატოთ, ან ნული რომ ნულზე გავამრავლოთ, რას მივიღებთ, რომელ მათემატიკურ ნიშანს მივიღებთ, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი ალეკო ელისაშვილისა და “ლელოს” გაერთიანებას.

“უნდათ – ყველა ეს, ნულს ქვემოთ არსებული რეიტინგის მქონე პარტიები ერთად გაერთიანებულან, უნდათ ცალ-ცალკე იყვნენ პოლიტიკურ წინასაარჩევნო კამპანიაში, საბოლოოდ შედეგი არის ერთი – 26 ოქტომბერს, ამ რეფერენდუმზე, რომელიც რეალურად მართლა რეფერენდუმია და ასარჩევია ან ომი ან მშვიდობა, მათ კიდევ ერთხელ საზოგადოება განაჩენს გამოუტანს და ისინი მწარედ დამარცხდებიან. გაიმარჯვებს საქართველო და დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები