“ბევრი ტყუილი, თავდასხმა, არასწორი ინფორმაცია” – მათიკაშვილი კონგრესმენების მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

“საქართველოსთან მიმართებით ძალიან ბევრი ტყუილი, ბევრი თავდასხმა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება” – ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, “დღის ქრონიკაში” საუბრისას, კონგრესმენების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები.

“როდესაც საქართველოს ძალიან დიდი წარმატების, წინსვლის ფონზე როდესაც ისმენ ასეთ უსამართლო, აბსოლუტურად არგუმენტმოკლებულ თავდასხმებს, ცხადია, რომ აქ სუბიექტურობის ნიშანი არის ძალიან მაღალ დონეზე.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გადაიტვირთება ურთიერთობა – ჩვენ ამ ურთიერთობის გადატვირთვის სურვილი დღეს რომ გვაქვს, ამის შესახებ ჩვენ არაერთგზის ვისაუბრეთ”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები