“სუსი ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას” – მათიკაშვილი

“ის ძალებს, რომლებსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვეძახით და 2022 წელს საქართველოსგან პირდაპირ მოითხოვდნენ ომში ჩართვას; ძალებს, რომლებმაც პირდაპირ მოგვთხოვეს სამთავრობო ბორტით მებრძოლების გაგზავნა და ძალებს, რომელთა სპიკერმაც გაახმოვანა სრულიად წარმოუდგენელი რამ, რომ ბომბების წვიმა ურჩევნიათ თბილისის თავზე ამ ხელისუფლების ყოლას – მათი ინტერესი არის – ძალა, წინაღობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას, შვილებს იცავს ომის უბედურებისგან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, უნდათ, რომ ეს მოცემულობა შეცვალონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“რამდენიმე დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციონერები, მათი კონტროლირებადი ტელევიზიები მალავდნენ იმ ფაქტს, რომ ორი მუხლით ხდება გამოძიება. მათ ხომ ეს ფაქტები იცოდნენ? იცოდნენ როგორც შეთქმულების მუხლზე, ასევე, ტერაქტის მუხლზე.

სუსი ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები